14:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 09:53:59, 477 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე კრინიცაში, 25-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე  სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე  ქალაქ კრინიცაში 25-ე  ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა ფორუმის პანელზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა – რა იქნება შემდეგ?“და  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობაზე, ევროპაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობის მატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.

ფორუმი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, პარლამენტისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  მასპინძლობს.

კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმის მიზანი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მის პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება, ახალი ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობაა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები  პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან ვლოდჟიმირჟ  ჩჟიმოშევიჩსა და  დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის საკითხებში ლიამ ფოქსთან.

ორმხრივი  შეხვედრების ძირითადი  თემა  საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური  რეფორმების მიმდინარეობა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics