10:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 13:39:06, 4321 ნახვა

რეგიონი
რაჭაში საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან უკვე აღდგა, 5 სოფელი კი, სამანქანო გზის გარეშე რჩება

სტიქიით დაზიანებულ სოფელ ჟამიერეთთან, მისასვლელი გზით სარგებლობა დღეიდან შესაძლებელია, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა.

მათი ინფორმაციით, გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყო მილები და ყრილი, რამაც ავტომობილების მიმოსვლა შესაძლებელი გახადა.

„ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და საავტომობილო მოძრაობისთვის ეწყობა დროებითი გადასასვლელები.

ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელი გზით სარგებლობა. გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყო მილები და ყრილი, რამაც ავტომობილების მიმოსვლა შესაძლებელი გახადა.

დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე, რითაც შესაძლებელი გახდა სამუშაოების დაწყება 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად.

სოფელ ხიდეშლებთან დამაკავშირებელ გზაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, უკვე ატანილია სარმის ხიდის  2 ნაწილი. დარჩენილი 3 ნაწილის ატანის შემდეგ დაიწყება ხიდის მონტაჟის სამუშაოები.

დილიდან განახლდა სოფელ ლანგვანთაში დაზიანებულ ხიდზე, სარმის ხიდის  ორი სექციის სამონტაჟო სამუშაოები.

უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics