02:38 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 17:23:42, 824 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მაღაზიებზე მკაცრ მონიტორინგს აწესებს

სახალხო დამცველის  ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მაღაზიით სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფას ეხებოდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ  დღესდღეობით  პენიტენციურ დაწესებულებებში  ვითარება  კარდინალურად შეცვლილია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ხელმძღვანელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები გამართულად ფუნციონირებდეს  და მსჯავრდებულებს  სასურველი პროდუქციის შეძენა შეუფერხებლად შეეძლოთ.

მათივე ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის,  კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა დაწესებულებაში  შეიქმენება ლოკალური ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მაღაზიების ფუნქციონირებას და ნებისმიერ დარღვევაზე  მყისიერი რეაგირება ექნებათ.

სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციაში აღნიშნული იყო, რომ  შპს GMM-მა თავი ვერ გაართვა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების   პროდუქციით  მომარაგებას. 

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ დასახელებული  კომპანია 1 აგვისტოდან  აღარ ახორციელებს დაწესებულებების პროდუქციით მომარაგებას.

24 აგვისტოდან დაწესებულებების მაღაზიებს ემსახურება კომპანია „კალინა ჯორჯია“, რომელმაც სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა და პრობლემები, რომლებიც სახალხო დამცველის რეკომენდაციაში აისახა,  უკვე ერთი თვეა აღმოფხვრილია.   ამ ეტაპზე მსჯავრდებულთა მხრიდან  ამ კუთხით რაიმე უკმაყოფილება და პრეტენზია არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics