23:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 11:11:04, 17795 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, იმპორტირებული შემთხვევებიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 246 დადასტურებული პაციენტი. ამ 5 ახალი პაციენტიდან 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორ დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ჩვენს ცენტრში გვყავდა გუშინ 41 დადასტურებული შემთხვევა და დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ეს გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. ამ ეტაპზე გვყავს 42 დადასტურებული შემთხვევა. აქედან ძირითადი ნაწილი საშუალო სიმძიმისაა და საშუალოზე მსუბუქი. მძიმე ავადმყოფები დღესდღეობით არ გვყავს.“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics