18:20 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 22:35:26, 2695 ნახვა

სამართალი
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები - დ.ქ. და ი.გ. დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ასევე  მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის - ლ. ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

სამივე პირის მიმართ საქმე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა.

აღნიშნული ინფრომაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics