04:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 12:10:20, 4986 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის ძალებმა სომხეთის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

აზერბაიჯანის თავდაცვის ძალებმა სომეთის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

უწყების ინფორმაიით, სომხეთის ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატები ცდილობდნენ, რომ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე სადაზვერვო ფრენები განეხორციელებინათ, რაც ქვეყნის საჰაერო თავდაცცვის სისტემამ გაანადგურა.

თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ დღე-ღამეში სომხეთის რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 62-ჯერ დაარღვია და ქვეყნის სამხედროებმა გამოიყენა სნაიპერული შაშხანები ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებებზე.

რაც შეეხება სომხეთის პოზიციას, ერევანში ამბობე, რომ აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის რეჯიმი 17-ჯერ დაარღვია და სომხური პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის მხრიდან 183 გასროლა განხორციელდა. 

როგორც სომხეთი თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა, სომხეთის შეიარაღებული ძალები თავშეკავებას იჩენენ და მხოლოდ მაშინ რეაგირებენ, როდესაც მოწინააღმდეგე ცეცხლს უხსნის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics