15:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 17:09:49, 3472 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.

 განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, საზაფხულო იალაღებზე და სოფლებში ელექტროენერგიით უზრუნველყოფის, წერტილოვან ადგილებზე წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების საკითხები.

 შუახევის მერმა რწმუნებულებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, დავალება მისცა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მიტანას, ასევე მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

 თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics