12:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 18:58:03, 4051 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - არავინ თქვას, რომ უკონტროლოდ ვტოვებთ ევროპის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს

"14-დღიანი კარანტინი ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც გავრცელდება, რომლებიც არ ჩამოდიან ხუთი ქვეყნიდან, ვისთანაც საზღვრები გავხსენით. აქედან გამომდინარე, კარანტინის საკითხის მოქალაქეობასთან დაკავშირება არ არის მართებული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო საერთო ევროპული შეთანხმების მონაწილეა, რაც მას გარკვეული ვალდებულებების შესრულებას აკისრებს.

"ჩვენ ვართ საერთო ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებული ვართ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ შესაბამის ევროპულ ქვეყნებს - ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს. თუმცა არავინ თქვას, რომ ჩვენ უკონტროლოდ ვტოვებთ მათ მოქალაქეებს - მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, ივსება ელექტრონული ფორმა და იმ შემთხვევაში, თუ ამ ხუთი ქვეყნის რომელიმე მოქალაქემ საქართველოში ჩამოსვლამდე 14 დღის განმავლობაში, იმოგზაურა რომელიმე ქვეყანაში, ვის მიმართაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მან სავალდებულო PCR - ტესტი უნდა გაიაროს, რომლის ღირებულებასაც თავად დაფარავს. აქედან გამომდინარე, კონტროლი განხორციელდება", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics