02:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-28 17:44:44, 2179 ნახვა

სამართალი
მორაგბეების ადვოკატი - სამარცხვინოა მსგავსი მოსამართლის ყურება, ჩვენ სარჩელს სტრასბურგშიც გავასაჩივრებთ

"სამარცხვინოა მსგავსი მოსამართლის ყურება, ჩვენ სარჩელს სტრასბურგშიც გავასაჩივრებთ" , - ამის შედახებ მორაგბეების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლე საზოგადოების და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

"ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება, მოსამართლეს ხმა უკანკალებდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. ეს მიანიშნებს იმას, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ შერჩევითი სამართლის ქვეშ ვართ და კვლავ ჩვენ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. ქართველ სპორტსმენებს, უდანაშაულო ადამიანებს უწევთ იმის მტკიცება, რომ მათ ამ მძიმე ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს. მათ შორის ვაპირებთ განაჩენის გასაჩიბრენას სტრასბურგში, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს და არა როგორც ამ შემთხვევაში, ჩვენი შიდა სასამართლოები. მე არ მაქვს იმედი, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს სხვა ინსტაციები შეცვლიან. სამწუხაროდ დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩანს, რომ სასამართლო საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ მოექცა, მოექცა პროკურატურის გავლენის ქვეშ და სამარცხვინოა ასეთი მოსამართლეების ყურება, სამარცხვინოა ის, რომ ახალგაზრდა სპორტსმენ, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრად, თურმე იმის გამო რომ ვინმე არ იფიქროს თუ როგორ იმოქმედოს მოსამართლემ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და იმედი მაქვს შედეგზეც გავალთ", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17-ვე ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics