16:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 17:57:50, 2150 ნახვა

რეგიონი
სოფელ ქვემო გომში 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ქვემო გომში 150 მოსწავლეზე გათვლილი  საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო,  რომლის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალირა.
სკოლა  ყველა თანამედროვე  მოთხოვნის გათვალისწინებით შენდება. 12 საკლასო ოთახის გარდა მოეწყობა 3 კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, დირექტორის და ექიმის კაბინეტი, სამასწავლებლო, მანდატურის ოთახი, ლიფტი და სხვა. სანიტარული კვების ბლოკები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
ძველი სკოლის შენობა 1926 წელს არის აშენებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. არასაკმარისი საკლასო ოთახების გამო  სკოლაში სწავლა ორ ცვლიანია. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლებულ მომავალზე ზრუნვა სახელმწიფო ინტრესია და  შესაბამისად პრიორიტეტულიც.  დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს: სოფელ ხოვლეში, კოდისწყაროში, წინარეხსა და ქვემო გომში. სკოლას ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“  აშენებს და მისი ღირებულება 2 360 000 ლარია -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics