20:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 14:12:13, 587 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: საქართველო ბედნიერია, რომ ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადააფარა და მტრებისგან იცავს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნტერესი ილია მეორემ სასულიერო პირებთან  ერთად აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
"ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი არის მფარველი მთელი მსოფლიოსი, ცისა და ქვეყნის დედოფალი ბრძანდება, მაგრამ საქართველო განსაკუთრებული წილხვედრია ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა. სულ რომ არაფერი ყოფილიყო და მხოლოდ ეს ფაქტი ყოფილიყო,  რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია,  ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს გაბრწყინებისთვის. საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა თავისი კალთა საქართველოს  და იცავს  ხილული და უხილავი მტრებისგან. შევთხოვოთ უფალს,  რომ განუყოფელი იყოს მათი მადლი და წყალობა ჩვენზე",-ბრძანა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics