20:06 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 10:12:01, 611 ნახვა

საზოგადოება
შსს წარმომადგენლებმა აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობა მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“  მონაწილეობა მიიღეს.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ მალანიამ, განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს უფროსმა მამუკა სეფიაშვილმა და ამავე სამმართველოს 150-მდე თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებები ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს აქციაში, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ემსახურება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.
www.police.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics