23:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 17:10:13, 2959 ნახვა

მსოფლიო
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბეიჯინგში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში, გავრცელებული ინფორმაციით მძიმე ვითარებაა, თითქმის 20 მილიონი მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს. მათი ინფორმაციით, დღეს, 19 ივნისის დილისთვის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სამჯერ ნაკლებია წინა დღეებთან შედარებით.  - ამის შესახებ ინფორმაციას, "Agence French-Press"  ავრცელებს. 

ერთი კვირის განმავლობაში, პეკინში მასობრივი ტესტირებების შედეგად 137 ვირუსის მატარებელი გამოავლინეს. 
მეგაპოლისში, ამ დრომდე დახურულია სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ბოლო წუთებში გაუქმდა რეისები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა. 
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი სასურსათო ქსელის მფლობელის განცხადებით ეს სიტუაცია მარტში განვითარებულ მოვლენებს არ ჰგავს. 
"არსებული სიტუაცია არ ჰგავს იმას, რა ვითარებაც მარტში იყო. მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორი რეაგირება უნდა მოეხდინათ. ახლა კი ყველამ აითვისა ის აუცილებელი რეკომენდაციები და საბოლოო ჯამში სიმშვიდეს ინარჩუნებენ", - განაცხადა განაცხადა სასურსათო ქსელის მეპატრონემ. 
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 83 325-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4634-ს შეადგენს. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics