14:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 12:34:25, 1463 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილის განცხადებით, გაბუნიას საქმეში რუსეთს და კადიროვს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ივანიშვილის დავალებით არ ახსენებენ

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გაბუნიას საქმეში რუსეთს და კადიროვს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ივანიშვილის დავალებით არ ახსენებენ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთხმად უნდა აცხადებდეს, რომ მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია ჩვენ ტერიტორიაზე.

„იმის ნაცვლად, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ერთხმად აცხადებდეს, რომ სრულიად მიუღებელია, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთი, გეგმავს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას ჩვენ ტერიტორიაზე, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" მმართველი პირები, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, მსგავსი აბსურდული ბრალდებების წაყენებით ცდილობენ, რომ ეს საქმე ფაქტიურად ისე ჩაატარონ და მიჩქმალონ, რომ არც ერთი სიტყვა არ თქვან რუსეთზე და კადიროვზე,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics