21:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 12:29:37, 1428 ნახვა

რეგიონი
გურჯაანში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის

გურჯაანში ატმის მოსავლის აღება  აქტიურ ფაზაში შედის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა  სოფელ ჩუმლაყში,  ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოწყობილი  ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი დაათვალიერეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხილის სადისტრიბუციო ბაზარში სპეციალური  წესები მოქმედებს. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა სატრანსპორტო საშუალებას  უტარდება დეზინფექცია, მძღოლები და ფერმერები  კი,  თერმოსკრინინგს გადიან. 

სოლომონ პავლიაშვილი და არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ხუთ  სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, მათ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს და მოსავლის დაბინავების მზადყოფნის შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ხილის  წარმოებაში ჩაერთვება  20 სამაცივრე მეურნეობა, რომელთა ნაწილმა ახალი ე.წ. „შოკური გაყინვის“ მეთოდი დანერგა. რაც ხილის 5-6 თვით შენახვის საშუალებას იძლევა. 

წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის ოდენობა 35 ათასი ტონაა. მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო შტაბი გურჯაანში ფუნქციონირებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics