19:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 17:55:47, 2192 ნახვა

რეგიონი
სოფელ ლამისყანის სასოფლო ამბულატორიაში ჩატარებული სარეაბლიტაციო სამუშაოები

სოფელ ლამისყანის სასოფლო ამბულატორიაში   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნაწილობრივი სარეაბლიტაციო სამუშაოები ჩაატარა.

დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბედ რუთმა და თავდაცვის ატაშემ საქართველოში პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ,  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ზურაბ ჯალაბაძემ.

ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, შემდეგ კი სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. აღნიშნული ამბულატორიით ლამისყანის მოსახლეობის გარდა, სარგებლობს გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხვითის მოსახლეობაც. ელიზაბედ რუთმა  ამბულატორიას საჩუქრად ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნები გადასცა.

სტუმრებმა დათვალიერეს ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მუზეუმი და გაეცნენ სოფლის ისტორიას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics