05:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 12:28:52, 3386 ნახვა

სამართალი
კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებ ომის ვეტერანის სახლში ნებართვის გარეშე შეიჭრა

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვიციანი იმ საცხოვრებელ სახლში მივიდა, რომელიც მას წლების წინ ეკუთვნოდა.

დეპუტატი აცხადებს, რომ სახლი მას ეკუთვნის, თუმცა ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ვეტერანის მეუღლის, ნინო მეტრეველის თქმით კი საცხოვრებელი ფართი პრეზიდენტმა ომარ მეტრეველს, დამსახურებების გამო, 2006 გადასცა.

„ნასვამ მდგომარეობაშია, კადრებიცაა. სახლში გვაქვს ორდერი, სადაც წერია, რომ ომარ მეტრეველს და მის ოჯახს ეძლევა უფლება ამ სახლში ცხოვრების. ჩემს ოჯახთან რა პრეტენზია აქვს. ჩვენ არ წაგვირთმევია არავისთვის არაფერი", - აცხადებს ნინო მეტრეველი.

ის ისან-სამგორის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა. პოლიციაში არ გამოჩენილა თავად ემზარ კვიციანი.

მოგვიანებით ინციდენტს დეპუტატი "ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

“გადავიღე წინასწარ ჩემი სახლის ყველა კუთხე, რომელიც ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა, ვიდრე კოდორს გაყიდდნენ, გადასცეს ზონდერ მეტრეველს! დღეს მივედი სულების მოხსენიების დღეს იქ, საიდანაც დედა გავასვენე და დამხვდა სუს-ის მიერ გათამამებული ჯგუფი!” - წერს ემზარ კვიციანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics