18:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 11:26:05, 1174 ნახვა

კომენტარი
თავდაცვის მინისტრი - 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით, მე ეს პრობლემა მოვაგვარე

„ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რაც ჯარისკაცების სრულფასოვან კვებას ეხებოდა, მან მოაგვარა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ეთერის საშუალებით   მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის გავაკეთო რამდენიმე განმარტება ნეგატიურ თემებზე, რომელიც ჩემ ირგვლივ ისმის. როგორ საუბრობენ ჩემზე მაგას, როდესაც ხორცის და კვების პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას. მე ეს დავისახე მიზნად და გავაკეთე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, დღეს ჯარისკაცების მენიუ მრავალფეროვანია და კვების ხარისხი გაუმჯობესებულია.

„ეს ყველაფერი ჯარმა უნდა შეაფასოს.  ჯარისკაცები არიან ჩემთვის ჩემი მთავარი მაკონტროლებლები. დაე, მათ განსაზღვრონ ვინ რა შეასრულა და ვინ რა არ შეასრულა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics