|
2020-05-31 12:58:22, 1391 ნახვა
კომენტარი
ლელა სტურუა - თამბაქოს მოხმარებით ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება
"ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ განაცხადა. სტურუას თქმით, საქართველოში თამბაქოს მომხმარებელი 11400 ადამიანი გარდაიცვალა. 3000-მდე პირი იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან კი 300 ბავშვია. „გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა იძულებულია თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაგრა ეს უკან არ აგდებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოხმარებით იღუპება 8 მილიონი ადამიანი მსოფლიოში, ხოლო საქართველოში 11400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან 300 ბავშვია. ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების და მისი ლობისტური ქმედებების გამო გვეღუპება ერთი ბავშვი ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, - განაცხადა ლელა სტურუამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)