22:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 18:56:25, 2983 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ საზაფხულო იალაღებზე გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს გომის მთის მიმართულებით შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე,  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, აჭარის სატყეო სააგენტოს და  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 მერის განცხადებით, ამ დროსათვის გომის მთაში მისასვლელი გზა გახსნილია და გადაადგილება, ნებისმიერი ტრანსპორტით შესაძლებელია. ასევე, უახლოეს დღეებში მერიისა და აჭარის  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება და მოხრეშვა.

ხელმძღვანელ პირებმა  იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელიც დაათვალიერეს, რომელიც სრულად გამართულია და  მოსახლეობას ელექტროენერგიით სარგებლობა შეუფერხებლად შეეძლებათ. 

აღინიშნა ასევე, რომ სატყეო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას  შეშით დროულად მომარაგების მხრივ შეფერხება  არ ექნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics