22:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 17:06:28, 1219 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებისკენ, თუმცა გარკვეულ ჯარიმებს გადავხედავთ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ ეფექტურად გამოიყენა.

მისივე თქმით, მთავრობა ვერავის მოუწოდებს, რომ გაუქმდეს აღნიშნული ჯარიმები, თუმცა მანვე დასძინა, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია და ეს გაკეთდება.

„ჯარიმა იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა არ იმუშავა. მოქალაქეებმა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა იყო 9 ათასი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება.

ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის ძალა უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მითუმეტეს დირექტიულს, პარლამენტს ვერ მივცემთ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics