20:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 15:15:33, 1915 ნახვა

მსოფლიო
გოცირიძე - თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გასულია საკონსტიტუციო სივრციდან

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

მისი თქმით, თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გასულია საკონსტიტუციო სივრციდან.

„ეს კანონი გახდა დროებითი ნორმა, 15 ივლისს გაქრება სამართლებრივი ველიდან და არ ექნება მთავრობას ეს დრაკონული და რეპრესიული ბერკეტები რომლებიც შეუძლია გამოიყენოს ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.  იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გასულია საკონსტიტუციო სივრციდან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი ამ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა. კანონის თანახმად, მთავრობას შეუძლია შემზღუდავი ღონისძიების მიღება საგანგებო მდგომარეობის გარეშე. კანონს დროებითი სახე აქვს და ის 15 ივლისამდე იმოქმედებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics