|
2020-05-08 14:35:45, 1642 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ განათლების აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე განხორციელებულ და მხარდაჭერილ პროექტებთან ერთად, ახალ ინიციატივაზე განაცხადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფაგრლებში, საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ უნივერსიტეტისთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა. რაც უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, აბსოლუტურად ყველა ლექცია თუ სემინარი ზუმში შეუფერხებლად ჩაატაროს. სტუდენტები კი განათლების ონლაინ რეჟიმში მიღებას შეძლებენ. „ „საქართველოს ბანკი“ აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი რეალობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი განათლებას და მის ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ მიზნით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ თსუ-ში ჩვეული აქტიური სასწავლო პროცესი არ გაჩერდეს. გვინდა სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლექციებს დისტანციურად დაესწრონ. ასევე, მიიღონ ისეთივე მაღალი ხარისხის განათლება, როგორც მათ ამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე საუკუნეზე მეტია სთავაზობს“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)