20:39 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 13:45:52, 13285 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.

 „მინდა გითხრათ რომ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მათ შორის სამი დღეს დატოვებს კლინიკას. მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება. მისი მდგომაროება იყო უკიდურესად მძიმე და ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული ერთი პირის მდგომარეობა საყურადღებო რჩება.

„დღეს ჩვენთან გადმოიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი და გუშინ სამი პაციენტი. ამ ეტაპზე ერთის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. სხვა  ყველა პაციენტი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

14 პაციენტის კვლევის შედეგს ველოდებით“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics