|
2020-04-16 17:46:46, 15090 ნახვა
High - Tech
24 აპრილს „ეფლი" ახალ იაფფასიან აიფონს გამოუშვებს
„Apple“ - მა კორონავირუსის გამო, ახალი იაფფასიან აიფონის მოდელის SE-ის გამოსვლა დააანონსა. მას იგივე სახელი ექნება რაც 2016 წელს გამოსულ მოდელს. აიფონ SE-ს, მასზე ბევრად ძვირი აიფონ 11-ის და 11- პროს ბევრი ფუნქცია ექნება, თუმცა დიზაინი 2017 წლის, აიფონ 8-ის იდენტურია. კომპანიამ შესაძლოა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს აიფონ 8-ის დიზაინი, ტელეფონის სხავდასხვა დეტალების, მაგალითად ეკრანის და პროცესორის გასაუმჯობესებლად. ეს დაეხმარება „Apple“-ს, დააკმაყოფილოს იმ მომხმარებლების მოთხოვნები, ვისაც არ უნდა ბევრი თანხის გადახდა „Apple“-ის სხვა ტელეფონებში. იგივე სტრატეგია გამოიყენა „Apple“-მა, როდესაც პირველი SE აიფონ 5-ის დიზაინით გამოუშვა. SE-ს ფასი 399$ იქნება და ბაზარზე 24 აპრილს გამოჩნდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი მოდელი, „Apple“-ის ტრადიციული პრეზენტაციის გარეშე გამოდის. „Apple“-ის ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაცია გახდა. ახალი პროდუქტი „Apple“-ისთვის მძიმე პერიოდში გამოდის. პანდემიის გამო, მილიონობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, ასევე კომპანიამ ჩინეთში წარმოება შეწყვიტა. რდაგან „Apple“-ის მაღაზიები დაკეტილია, მომხმარებელს არ ექნება საშუალება შეძენამდე დატესტონ ახალი პროდუქტი, მაგრამ ეს არც იქნება საჭირო, რადგანაც დიზაინით SE აიფონ 8-ის იდენტურია, ხოლო რაც შეეხება პროცესორს SE-ს უკეთესი მონაცემები აქვს. ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ აიფონ 8-ის წარმოება შეწყდება. SE-ს ახალი აიფონ 11-ის პროცესორი ექნება ზოგიერთი ფუნქციის გასაუმჯობესებლად. მას ასევე გაუმჯობესებული კამერის ფუნქციები დაემატება, როგორიცაა HDR და Portrait mode. HDR აუმჯობესებ სურათებს, რომლებიც ძალიან ბნელ ან ძალიან ნათელ დეტალებს შეიცავენ, ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი იყო 8 პლიუსთვის, მაგრამ არა აიფონ 8-ისთვის. ასევე SE საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა ათასობით დოლარი გადაიხადონ „Apple”-ის პრემიუმ მოდელებში, SE-ს გაუმჯობესებული მოდელის დახმარებით ისარგებლონ იმ აპლიკაციებით და თამაშებით, რომელსაც აიფონ 11, 11 პრო, X , XR იყენებენ. აიფონ 8-ისგან განსხვავებით SE-ს ექნება უკაბელო დატენვის ფუნქცია, ასევე „Home Button” ეგრეთ წოდებული სახლის ღილაკი ანაბეჭდის და არა სახის იდენტიფიკატორის „Face ID”-ის მეშვეობით. SE-ს ისევე როგორც აიფონ 8-ის შემდეგ მოდელებს, ყურსასმენის შესაერთებელი ცალკე გამოყოფილი არ ექნება, რაც გულისხმობს, იმას, რომ ადაპტერით და ყურსასმენებით სარგებლობისთვის ერთიდაიგივე შესაერთებლით უნდა ისარგებლოთ. SE-ს საბაზოსო მოდელი 64 გეგაბაიტიანი მახსოვრობით გამოვა. SE-ს 128 გეგაბაიტიანი მეხსიერების მქონე საშუალო მოდელი, 499$ , ხოლო 256 გეგაბაიტიანი მოდელი 549$ ეღირება.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)