2020-04-09 14:22:09, 1276 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - 9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან
„9 აპრილი საქართველოში ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე დიდი პატივით იხსენებს გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს.
„თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა 1989 წლიდან, დღეს ასოცირდება და ყოველთვის ასე იქნება - გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ისინი დიდი პატივით შეგვიძლია ყოველთვის გავიხსენოთ ასევე როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან