16:07 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 19:58:41, 21356 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს პნევმონია აქვს.

როგორც მან აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში, დღეს საღამოს, კორონავირუსზე 7 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

„ჩვენი ცენტრიდან დღეს საღამოს კვლავ ველოდებით 7 პაციენტის პასუხს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ შეგვემატა საკმაოდ ბევრი პაციენტი. ამ პაციენტებიდან მეტ-ნაკლებად დინამიკაში მათი მდგომარეობა გაუარესდა. გამოვლინდა თანდათანობით პნევმონია. ჩვენ გვყავდა 2 პაციენტი მძიმე პნევმონიით და ამ ეტაპზე შეგვემატა 5 პაციენტი. ამ პაციენტებთანაც გამოვლინდა პნევმონია. ეს პნევმონია ჯერჯერობით პროგრესირებს და ვნახოთ დაწყებული მკურნალობის ფონზე თუ პროგრესირება გაგრძელდება, მაშინ სტაბილიზაციის შემდეგ ალბათ დაგვიდგება გამოჯანმრთელება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics