2020-04-08 19:47:28, 22048 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსზე 7 პაციენტის ტესტირების პასუხი უარყოფითია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტირება 7 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
მისი თქმით, კორონავირუსისგან ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა. როგორც იყო 208 დადასტურებული შემთხვევა, ისევ რჩება ამ დრომდე. ჩვენთან დილას 7 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო ჩვენი ძველი პაციენტები, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგიც მიდიოდა. გამოჯანმრთელებულ 35 პაციენტს ჩვენგან 2 მიემატა. ანუ 37 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრს ჰყავს და ქვეყანაში, ჯამში 50 გამოჯანმრთელებულია. ამ საღამოს კვლავ ტარდება ტესტირება ჩვენი პაციენტების, რომელთა მონაცემებს ხვალ დილით მოგახსენებთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,