22:38 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 16:55:03, 818 ნახვა

სამართალი
შსს გიორგი კარბელაშვილის ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ასაჯაროვებს.

ამასთან, როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი კარბელაშვილის განცხადებები გაიტაცებასთან და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. გიორგი კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. დეპუტატის თქმით, ის 6 საათის განმავლობაში გატაცებული იყო და ცხინვალის მიმართულებით მიჰყავდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics