12:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 17:08:05, 3216 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი მრევლს მოუწოდებს, ეკლესიებში სიარულისგან თავი შეიკავონ

მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი მორწმუნეებს ეკლესიებში სიარულისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსები, სრულად ვერ აცნობიერებენ, რა ხდება იტალიაში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან კორონავირუსის ინფექციით დაზარალებული.

„თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასდროს გეტყოდით, რომ არ არსებობდეს მარიამ ეგვიპტელის მაგალითი. ეკლესია მოგიწოდებთ, რომ ყველამ აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მკაცრად შეასრულოთ ყველა წესი, რომელსაც რუსეთის სანიტარული ხელისუფლება ავრცელებს. ავიღოთ საკუთარ თავზე გმირობა და არ გავიდეთ სახლებიდან ისევე, როგორც ეს გმირობა აიღო საკუთარ თავზე წმინდა მარიამ მეგვიპტელმა, რომელიც მიუხედავად წყურვილისა, უდაბნოდან არ გადიოდა“, - განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics