12:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 18:43:22, 3473 ნახვა

მსოფლიო
17 წლის ახალგაზრდა კალიფორნიაში დაზღვევის უქონლობის გამო კორონავირუისით გარდაიცვალა

 „პარასკევს სრულიად ჯანმრთელი იყო, ოთხშაბათს კი გარდაიცვალა“, -  განაცხადა ლანკასტერის მერმა, 17 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით, კალიფორნიის სამედიცინო დაწესებულებაში, დაზღვევის არ ქონის გამო გარდაიცვალა.

რეი რექს პერისმა, რომელიც ლანკასტერის მერია კალიფორნიაში, დაადასტურა ახალგაზრდის გარდაცვალება ვიდეოში, რომელიც ოთხშაბათს გამოაქვეყნა “YouToBe” - ზე.

ამ ვიდეოში, ის აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სერიოზულად მოეკიდონ გლობალურ პანდემიას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები და სოციალური დისტანცია.

ამ დროისთვის კალიფორნიის 40 მილიონიან შტატში სახელმწიფომ მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდა. ამის ფონზე ვაშნგტონმა ამერიკელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააფრთხილა დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყვნენ სახლში, ან განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ იქ სადაც არიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით 85 356 ადამიანია დაავადებული, ხოლო 1 246 გარადცვლილი.

„ახალგაზრდას დაზღვევა არ ჰქონდა, რის გამოც არ უმკურნალეს“, - განაცხადა მერმა. როდესაც ის კალიფორნიის სამედიცინო დაწესებულებაში სამკუნალოდ მივიდა, ექიმებმა მას განუცხადეს მიემართა ადგილობრივ სახელმწიფო საავადმყოფოსთვის.

„საავადმყოფოში , რომ მივიდა უკვე გვიან იყო ,მათ შეეძლოთ ის მხოლოდ 6 საათით გადაერჩინათ“, - განაცხადა მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics