2015-08-07 12:56:12, 404 ნახვა
პოლიტიკა
ხურვალეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან ვითარების შესწავლა მიმდინარეობს
„ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას სწავლობენ“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ვიქტორია კლიმიჩევამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე მშვიდი ვითარებაა.
„ამ დროისთვის სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას სწავლობენ. ამ დროისთვის სიმშვიდეა. დამატებით ინფორმაციას კი მოგვიანებით გავავრცელებთ“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კლიმიჩევამ.
ცნობისთვის, ხურვალეთთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ისევ დაამონტაჟეს.
ბანერი ისევ იმ ადგილას დგას, სადაც ის დემონტაჟამდე იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან