|
2020-03-18 18:13:23, 21484 ნახვა
მსოფლიო კულტურა
კორონავირუსის გამო "ევროვიზია 2020" გადაიდო
ნიდერლადებში „ ევროვიზია 2020 " გადადეს კორონავირუსის გამო - ამის შესახებ ინფორმაცის ორგანიზატორები ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ. „დიდი მწუხარებით გვინდა განვაცხადოთ როტერდამში „ევროვიზია 2020"- ის გადადების შესახებ. „გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ განვიხილეთ ბევრი ალტერნატიული გზა კონკურისის ჩასატარებლად, თუმცა კორონავირუსისგან გამოწვეული გაურკვევლობა და ამის გამო დაწესებული აკრძალვები მთავრობის მხრიდან, გვაიძულებს ევროპის სამაუწყებლო კავშირს, მიიღოს რთული გადაწყვეტილება დაგეგმილი კონკურსის გადადების შესახებ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი აერთიანებდა მაყურებელს ყოველ წელს, უკანასკნელი 64 წლის განმალობაში. ჩვენ, ისევე როგორც მილიონობით გულშემატკივარი მთელი მსოფლიოდან ძალიან დამწუხრებულები ვართ რადგან მაისში ეს კონკურსი არ ჩატარდება. „EBU", „NPO",„NOS", „AVROTEOS" და როტერდამის ქალაქის მერია გააგრძელებს მოლაპარაკებას „ევროვიზია 2021" - ის ჩატარების შესახებ. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მოსახლეობას მოთმინებით აღიჭურვონ ჩვენთან ერთად სანამ ჩვენ ამ უპრეცენდენტო გადაწყვტილების სისრულეში მოყვანას ვცდილობთ და მოთმინებით დაელოდონ უახლოეს ინფორმაციებს მომავალი დღეების და კვირების განმავლობაში. ჩვენ ავუნაზღაურობეთ მასპინძელი ქვეყნის ყველა მაუწყებლობას და ჩვენ 41 წვერს, რომლებიც თავდაუზოგავად მონაწილეობდნენ წლევანდელი ღონისძიების დაგეგმვაზე. ჩვენც ისეთივე იმდეგაცრუებულები ვართ, როგორც ისინი, რადგანაც ევროვიზია 2020 ვერ ჩატარდება მაისში როგორც დაგეგმილი იყო ",- ნათქვაია ოფიციალურ განცხადებაში.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)