|
2015-08-05 18:45:00, 506 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ესწრებოდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორგანიზაციის მიერ აჭარაში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ბათუმში ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციას გეგმავს. საკითხი 2015 წლის აპრილში განიხილეს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის, ან ახალი საავადმყოფოს მშენებლობის საკითხი. სააგენტოს წარმომადგენელთა ინფორმაციით პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ პროექტის შესახებ აჭარის მთავრობასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის საბოლოო შეთანხმება 2015 წლის იანვარში არჩილ ხაბაძისა და ნუგზარ სურმანიძის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს შედგა. განიხილეს ქ.ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის თურქეთის სამედიცინო კლინიკებში გადამზადების პროექტი. „"თიკა" მსოფლიოს 140 ქვეყანას ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე ორგანიზაცია 2000-მდე პროექტს ანხორციელებს. ძირითადად ეს პროექტები მიმართულია მოსახლეობის, ხალხის ინტერესებისთვის, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. ჩვენთვის ეს ერთგვარი დონორი ორგანიზაციაა, ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციები, რომლებთანაც ვთანაშრომლობთ“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ცნობისთვის, 2010–2011 წწ, თურქეთის თანამშრომლობისა და განვითრების სააგენტომ რეაბილიტაცია ჩაუტარა და საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ხულოს, ქედისა და ჩაქვის პოლიკლინიკები. ამ პროექტისთვის მთლიანად, დაახლოებით, 1 მილიონი დოლარი დაიხარჯა; 2010 წელს, მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამკურნალო პროფილაქტიკურ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებაში. 2011 წელს, Tika-ს დაფინანსებითა და ართვინის სატყეო სამმართველოს ხელშეწყობით აჭარაში ტყის მასივების მავნებელთაგან დასაცავად აჭარის სატყეო სააგენტოს გადაეცა საჭირო რაოდენობის პრეპარატი ფერომონი, რითაც დამუშავდა ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედას მუნიციპალიტეტების ტყეები. აღნიშნული პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება. 2012-2013 წწ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი; 2013 წელს, სააგენტოს მიერ აშენდა, საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა სოფელ ცხემლარის პირველადი სამედიცინო პუნქტი; 2015 წელს გაიხსნა ქ. ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. ცენტრის შენობა , ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი, აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)