|
2020-03-16 12:57:40, 1786 ნახვა
ომი უკრაინაში
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი - დილით საირმეს საკარანტინე სივრცეში 9 ადამიანი შეიყვანეს
დღეს დილით საირმეს საკარანტინო სივრცეში 9 ადამიანი შეიყვანეს. პაციენტები ჩამოფრინდნენ ბრიუსელის რეისით. გარდა ამისა, საჩხერის საკარანტინე სივრცე 11 პაციენტმა დატოვა. ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ. „საჩხერის საკარანტინე სივრცეში გვყავს 29 ბენეფიციარი, 11 დატოვა დღეს დილით საკარანტინე სივრცე და ეს გადაწყვეტილება მირებულია, რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ წყალტუბოს სანატორიუმში ჯამში განთავსებულია 103 პაციენტი. „წყალტუბოშია, როგორც მოგეხსენებათ, სანატორიუმში განთავსებული და დილის მონაცემებით, იქ გვყავს 103 ბენეფიციარი. გუშნ საღამოს დაიტვირთა ასევე კურორტ საირმეს საკარანტინე სივრცე, სადაც მოხდა განთავსება ღამით 35 ბენეფიციარის, რომელიც ღამით საფრანგეთის რეისით ჩამოფრინდა საქართველოში. ხოლო სადღაც დილის საათებში, კიდევ შევიდა ბრიუსელის რეისით 9 ბენეფიციარი. აჟამად იქ იმყოფება 44 ადამიანი“, - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)