|
2020-03-16 12:31:09, 1729 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომელიც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნებისას დაუდასტურდათ
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომელიც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნებისას დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორომაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის, ანა კასრაძე „facebook“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ჩეხეთის მოქალაქე 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა, რომელთაგანაც ერთი სკოვაკეთის მოქალაქეა. კორონავირუსი მასაც საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა. „ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“, - წერს კასრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)