|
2020-03-16 10:48:45, 3133 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულ 8 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, აქედან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიად ფასდება
„28 პაციენტიდან შემატებულ პაციენტებს შორის, გარკვეულწილად, გვყავს უკვე 8 პაციენტი პნევმონიით, აქედან 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, მკურნალობა გრძელდება ამ პაციენტებთან და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. „28 პაციენტიდან შემატებულ პაციენტებს შორის გარკვეულწილად გვყავს უკვე 8 პაციენტი პნევმონიით აქედან 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება, უბრალოდ სტაბილური სიტუაციია დაწყებული პნევმონიის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება და ამ დონეზე თუ შეგვიჩერდება პროცესი, ეს ძალიან კარგი იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის მერე, დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისგანაც შორს არ ვიქნებით. დანარჩენი 4 შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. აქაც მკურნალობას ექვემდებარება მდგომარეობა და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია, არ ნიშნავს აუცილებლად სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას. ყოველთვის მოსალოდნელია, მიუხედავად მკურნალობისა, დაავადების პროგრესირება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 13 დღის განმავლობაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)