|
2020-03-15 11:09:14, 11186 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უფიქსირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, პირველადი ტესტირებით უარყოფით პასუხს აჩვენებს. მისი თქმით, პაციენტს 24 საათის ინტერვალში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. „მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან მე-15-ე დღეს ჩატარდა ტესტირება კორონავირუსზე და პირველადად მიღებული იქნა უარყოფითი პასუხი. ჩვენ ვიცით, რომ პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებითი ტესტირების შემდეგ მიღებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)