|
2020-03-14 15:17:10, 8027 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ჩემი ბიძაშვილის შვილი მესამე დღეა კარანტინშია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩამომსვლელის საცხოვრებელი პირობების შესწავლა წინასწარ მიმდინარეობს. მისი თქმით, კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლის მსურველებს შეუძლიათ დაწერონ განცხადება, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. როგორც იმნაძემ აღნიშნა, მისი ბიძაშვილის შვილი უკვე მესამე დღეა კარანტინში იმყოფება. „მე შემიძლია გითხრათ ის, რაც მე მეხება. ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი, რომელიც ჩამოვიდა მესამე დღეა კარანტინშია. წინასწარ მიმდინარეობს ჩამომსვლელის საცხოვრებელი პირობების შესწავლა. თუ იქ არსებობს თვითიზოლაციის საშუალება, გადადის თვითიზოლაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოქალაქეები თავად ითხოვენ კარანტინში მოთავსებას. თუ მოქალაქეს სურს კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლა უნდა დაწერონ განცხადება, შეისწავლიან მის საცხოვრებელ პირობებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)