|
2020-03-12 15:30:34, 15127 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ენდელაძე - გუშინ გაგზავნილი ყველა პაციენტის პასუხი მიღებულია და არც ერთს არ დაუდასტურდა covid19-ით ინფიცირება
"გუშინ გაგზავნილი ყველა პაციენტის პასუხი მიღებულია და არც ერთს არ დაუდასტურდა covid19-ით ინფიცირება", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ენდელაძე აღნიშნავს, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
"ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მდგომარეობა სტაბილურია, გუშინ ახალი პაციენტი არ დამატებულა. გუშინ გაგზავნილი ყველა პაციენტის პასუხი მიღებულია და არც ერთს არ დაუდასტურდა covid19-ით ინფიცირება. ამჟამად გრძელდება არსებულ დადასტურებულ პაციენტზე მკურნალობა. არავის მდგომარეობა არ გაუარესებულა. არიან მსუბუქი საშუალო და მათგან ერთი შედარებით მძიმე პაციენტი. თუმცა მდგომარეობა არ არის გაუარესებული. სუნთქვის უკმარისობა გამოხატული არ არის და ვაწარმოებთ დაკვირვებას. მე-4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა და არის მცირედი გაუმჯობესება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)