21:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 13:59:49, 1753 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა

"ვფიქრობ, ყველანი დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და ზოგადად ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგები, ბუნებრივია, აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და საფინანსო ბაზრებზე. როგორც იცით, გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. 

მისი თქმით, ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც უფასურდება შექმნილი ვითარების ფონზე.

ნათია თურნავას განცხადებით, თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, რუსული რუბლი 17%-ით გაუფასურდა, რაზეც გავლენა იქონია სანავთობო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ასევე ამ ეტაპისთვის 3%-ით გაუფასურდა თურქული ლირა.

„შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად, სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული. თუმცა, ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, თუ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მზადყოფნასა და მზაობაზე ვისაუბრებთ, საქართველო ამ გამოწვევას ძალიან მყარი და ჯანსაღი ეკონომიკით ხვდება.

„იანვრის შედეგებს შეგახსენებთ -  უპრეცედენტო 19 პროცენტით გაიზარდა ტურიზმი, მზარდი იყო ექსპორტის მაჩვენებლებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს და თებერვალში უკვე იყო ტურისტების კლება.  მაგრამ უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ერთობლივი, შეთანხმებული, თუმცა დროებითი პოლიტიკის შედეგი. ასე რომ, ეს არის ფაქტორი, რომელიც დღეს ობიექტურად ზემოქმედებს, რადგან  ტურიზმიდან შემოსავალმა იკლო, მაგრამ ამაზე ძალიან კარგი პასუხი იქნება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც  ვფიქრობთ, გარკვეულ ოპტიმიზმსა და სიმყარეს შემატებს ბიზნეს მოლოდინებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics