|
2015-07-31 16:47:40, 913 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით რაგბის ეროვნული ნაკრების პირველი „ქომაგთა მაღაზია“ გაიხსნა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით რაგბის ეროვნული ნაკრების პირველი „ქომაგთა მაღაზია“ (FunShop) გაიხსნა. მაღაზია „ვითიბი ბანკის“ ვაკის ფილიალში, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. #2 მდებარეობს. დღეიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით ნაკრების მაისურები, ბურთები და სხვა ატრიბუტიკა შეიძინოს. „ქომაგთა მაღაზის“ გახსნას საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, რაგბის კავშირის და ვითიბი ბანკის ხელმძღვანელობა დაესწრნენ. გახსნაზე მისულ ქომაგებს, სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ - შენაძენზე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ხელი მოუწერეს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს. „მოხარულები ვართ, რომ დღეს ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა მაღაზია, სადაც რაგბის საქართველოს ნაკრების ქომაგებს, პირველად გაუჩნდათ შესაძლებლობა შეიძინონ საყვარელი გუნდის მხარდასაჭერი ატრიბუტები. ვითიბი ბანკი ნაკრების გენერალური სპონსორია, ამიტომაც გაჩნდა ეს იდეა და შედეგად პირველი „ქომაგთა მაღაზია“ (FunShop) ჩვენ ფილიალში დღეს გაიხსნა. გვინდა წარმატება ვუსურვოთ ბორჯღალოსნებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმედია ქართველი გულშემატკივარი კიდევ უფრო აქტიურად უქომაგებს ჩვენს ბიჭებს“, - განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ. „ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა. რაგბის ქართველი გულშემატკივრები მოესწრნენ იმ დღეს, როდესაც ძალიან მაღალი დონის და ხარისხის რაგბის ქომაგთა მაღაზია იხსნება. უდიდესი მადლობა ვითიბი ბანკს, რომელიც გვერდში უდგას საქართველოს რაგბის კავშირს მრავალ საქმეში. ეს მათი ინიციატივა იყო. მათი ხელშეწყობით და ინვესტიციით მოხდა ამ მაღაზიის შექმნა და გახსნა. ვულოცავ ქომაგებს, მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ, შეიძინონ მათი საყვარელი ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა და როგორც ყოველთვის მხურვალედ უქომაგონ ჩვენს ნაკრებს“, - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)