|
2015-01-26 11:57:35, 923 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ევროკავშირის მხარდაჭერა გადამწყვეტია
„რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით ჩვენთვის ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გადამწყვეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერთან ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ლიტვის პრემიერი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. „შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების პროცესის თაობაზე ვისაუბრეთ. ლიტვის პრემიერს ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა აქვს “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტისვის ემზადება და ქვეყნის ამოცნაა, ამ სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარსდგეს. „ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სერიოზულად ვემზადებით მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილ რიგის სამიტისთვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამიტზე წავრსდგეთ კონკრეტული შედეგებით და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის წარმატების მაგალითი. ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო ლიტვას ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის, ეს მართლაც თვალსაჩინო იყო ყველასთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. მისივე ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში შექმნილი ვითარების თაობაზე იმსჯელეს. „მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გადამწყვეტია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)