|
2015-07-30 14:38:44, 394 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდის დამატებითი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული დამატებითი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კვირიკაშვილის განმარტებით, გუშინ პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის შეხვედრაზე დამატებითი შენიშვნები იქნა განხილული. მისი თქმით, აღნიშნული შენიშვნები პარლამენტში დამატებითი ინიცირებით შევა. "ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალე, კანონშემოქმედებითი პროცესი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მთავრობა აწარმოებდა კონსულტაციებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მიღებული იქნა კანონპროექტი, რომელშიც ძალიან ბევრი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. უდიდესი უმრავლესობა იმ შენიშვნებისა, რომლებიც წარმოდგენილი იქნა, იქნა გათვალსწინებული. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, რომლის დროსაც განხილული იქნა რამდენიმე დამატებითი შენიშვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი სავალუტო ფონდის მხრიდან. პრემიერის მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დამატებითი შენიშვნების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნას და სექტემბერში, როდესაც იქნება სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, იქნას დამატებითი ინიცირებით პარლამენტში გათვალისწინებული წარმოდგენილი შენიშვნები, რომლებიც იქნა დამატებით გამოთქმული სავალუტო ფონდის მხრიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, არსებული ვითარების ფონზე არანაირი მიზეზი აღარ არსებობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო იქნას გამოყენებული. "შესაბამისად, რაიმე ახალი პროცესისა და ინიციატივების დაწყება და ახლიდან შესვლა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტურებთან კონსულტაციებში, მიმაჩნია მიზანშეუწონლად. გამომდინარე აქედან, ვეტოს დადების მიზეზს დღემდეც ვერ ვხედავდი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქნა გავლილი და მითუმეტეს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ რჩება არანაირი მიზეზი, რომ იქნას გამოყენებული ვეტო. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება გააჩნია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)