2015-07-29 19:48:12, 529 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას დააფინანსებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფების დათვალიერებას განაგრძობს.მინისტრმა ჟურნალისტებთან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საკითხზე ისაუბრა.
"როცა მინისტრად დავინიშნე, ბიძინა ივანიშვილს პირადად ვთხოვე კაპრალ დავითაიას მკურნალობის დაფინანსება, რომელიც 1 მილიონი ლარი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვასწარით და კაპრალი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ ჯარისკაცს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხვალ თავდაცვის მინისტრი რეპორტიორებთან ერთად შეხვედრებს ქუთაისში გამართავს და კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და მესამე ქვეით ბრიგადას დაათვალიერებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან