|
2020-01-31 19:35:12, 3079 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებულ საკრებულოს წევრებს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძეს და ავთანდილ ცინცაძეს გირაო შეუფარდა. სხდომაზე საქმის პროკურორმა სამივე ბრალდებულისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს ბრალდება დღეს წარედგინათ. პროკურატურამ ბრალდება დღეს თავად ხაბეიშვილსაც წარუდგინა. მას გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)