|
2020-01-30 17:31:31, 2921 ნახვა
სამართალი
შსს-მ „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის“ ფარგლებში, კომპლექსური აქტივობები განახორციელა
საქართველოს მთავრობამ დღეს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. შინაგან საქმეთა სამინისტრო "საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის" სამოქმედო გეგმის განხორციელებაში 2017 წლიდან აქტიურად არის ჩართული. უწყების ცნობით, 2019 წლის განმავლობაში, "საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის" ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპლექსური აქტივობები განახორციელა. 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდა საინფორმაციო კამპანია #მეტისიცოცხლისთვის, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით განხორციელდა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები. განვითარდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 - ზოგადი ხედვის, 1 605 - ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია - ჯამში, დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ რეალური მონაცემების შესაგროვებლად, ბორტკომპიუტერის 170 კომპლექტი შეისყიდა, რითიც ამ დროისთვის სრულად აღჭურვილია სახაზო-საპატრულო ავტომანქანები. შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად, დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე, იმერეთის რეგიონი. ამოქმედდა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საფუძველზეც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებას და დაჯარიმებას, რომელთაც არ გაუვლიათ ტექნიკური დათვალიერება. შსს-ს მიერ (EaP თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტის (Crash Data Systems and Crash Data Analyses Expert) ჩართულობით) მომზადდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვისთვის მონაცემთა ერთიანი ბაზის არსებობას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ბარათი აკმაყოფილებს ევროკავშირის CADaS სტანდარტის მოთხოვნებს. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემო პირობების შესახებ მეტად დეტალიზებული ინფორმაციის აღრიცხვის საშუალებას იძლევა, საპილოტე რეჟიმში მუშაობს ისანი-სამგორის რაიონში. შეიქმნა ე.წ. შავი წერტილების რუკა (ხშირი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ასახვა), რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე - https://formore.life.
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)