|
2015-07-28 19:09:19, 983 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელმა სენაკის სამხედრო ბაზა დაათვალიერა
თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დასავლეთ სარდლობის დანაყოფებში გრძელდება. დღეს ჟურნალისტებთან ერთად თინათინ ხიდაშელი სენაკის მეორე ქვეით ბაზას ესტუმრა. თავდაცვის მინისტრს ბრიგადაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი დახვდნენ. თინა ხიდაშელი თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შემდეგ კი დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „დღეს დილიდან შეხვედრა გვქონდა აქ, სამეგრელოში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების მშობლებთან. პრობლემების ნაწილი ამ ოჯახების სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება. მათ თავდაცვის სამინისტროსთან არ აქვთ პრეტენზიები და მუდმივად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ მზრუნველობას ვიჩენთ, მაგრამ, არის საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსაგვარებელია. პირობა მივეცი მათ, რომ შევეცდები, ეს პრობლემები გამგეობებთან და საკრებულოებთან ერთობლივი მუშაობით გადავწყვიტოთ. თავად ბაზას რაც შეეხება, აქ სხვადასხვა კორპუსი სხვადასხვა დროს არის გაკეთებული. ორის რემონტი ამჟამადაც მიმდინარეობს. პრობლემები უამრავია. ყველაზე დიდ პრობლემას უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები ქმნის. ახლა ლაზარეთში ვიყავით, სადაც მეორე სართულზე არც ერთი სველი წერტილი არ მუშაობს თავად წარმოიდგინეთ ავადმყოფების მდგომარეობა, რომლებიც მეორე სართულზე არიან და სველი წერტილებით სარგებლობისთვის პირველ სართულზე უწევთ ჩასვლა. მთლიანად შენობა საფუძვლიანად არის მოსაწესრიგებელი, კანალიზაციის სისტემაც არ მუშაობს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით დიდ ბაზებთან შედარებით მცირე ბაზებზე მეტი პრობლემებია, საკითხის დეტალურად შესწავლა კი იმიტომაც არის საჭირო, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ, ამ ბაზების მოწესრიგება იყოს. თავდაცვის მინისტრმა დღესვე სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. მოინახულა სამხედრო სასროლეთი, პოლიგონი და ბაზაზე არსებული სიტუაციის შესახებ ბრიგადის ხელმძღვანელობისგან ინფორმაცია უშუალოდ მიიღო. თავდაცვის მინისტრი და რეპორტიორები დღეს ბაზაზე დარჩებიან. მომდევნო დღეებში კი დასავლეთ სარდლობის სხვა დანაყოფებს ესტუმრებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)