2020-01-24 18:51:57, 3203 ნახვა
სამართალი
შსს-მ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თავისა და თვალის არეში აქვს მიყენებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,