21:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 17:45:09, 2616 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა.

„ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics